|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია გოქაძე: "ეს კაცი გუბერნატორია, თუ „ხადავშიკი?“

 "ეს კაცი გუბერნატორია, თუ „ხადავშიკი?“,- ასე ეხმიანება ქუთაისის საკრებულოს ყოფილი „ნაციონალი“ წევრი გია გოქაძე  იმერეთის ახალი გუბერნატორის  გივი ჭიჭინაძის კომენტარს, რომელიც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ახალი ავტომანქანის შეძენის საკითხს უკავშირდება. 

  „იმერეთის გუბერნატორმა ხმა ამოიღო და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ახალი მანქანის შეძენას მხარი დაუჭირა, თან დაამატა, რომ მანქანა შეამოწმა და მის უვარგისობაში დარწმუნდა. რა შეამოწმა?, სად შეძვრა?.. ეს კაცი გუბერნატორია,  თუ "ხადავშიკი" ?i-აცხადებს გია გოქაძე.

იმერეთის გუბერნატორმა  გივი ჭიჭინაძე ქუთაისის საკრებულოს მიერ თავმჯდომარისათვის ახალი მანქანის შესაძენად ტენდერის გამოცხადების ფაქტთან დაკავშირებით მედიისათვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ, მან დაათვალიერა საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის ამჟამიმდელი ავტომანქანა და მისი აზრით,  ახალი მანქანის შეძენა გამართლებულია: დაახლოებით 5 600 ლარია დახარჯული მის შეკეთებაზე ბოლო 5-6 თვეში. ახლა ძრავი აქვს შესაკეთებელი, რაც 3 000 ლარამდე ჯდება,“ - ამბობს გივი ჭიჭინაძე, რის შესახებაც  საინფორმაციო სააგენტო „ტოპნიუსი“ იუწყება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა