|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზუგდიდში პოლიტიკური აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც 10-მდე ადამიანი დაშავდა.

21 მარტს დაგეგმილი აქციის გასაპროტესტებლად  13.00 საათზე ზუდგიდის საკრებულოს წევრები, რაიონისა და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეები, „ქართული ოცნების“  წევრები და მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ.  აქციის მონაწილეებს და  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ერთმანეთისაგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა. ორივე მხრიდან ისმოდა შეურაცხმყოფელი გამოთქმები, ისროლეს კვერცხებიც.  სიტუაცია მეტად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა  „თვისუფალი ზონის“ ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.  

დაზიანებები მიიღო პარლამენტის წევრმა, აკაკი მინაშვილმა. მისი განცხადებით, მან დაზიანებები ხელის არეში მიიღო.–”ეს არის ამ ხელისუფლების დასასრული, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ხალხის პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავდეს, ისინი ახორციელებენ რეპრესიებს ოპოზიციაზე. დღეს, თავს ზუგდიდის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები დაგვესხნენ“-აცხადებს მინაშვილი.

დაშავებულია ასევე ზუგდიდის საკრებულოს წევი ლევან კონჯარია, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

“განწირული ხმით ვყვიროდი, ვითხოვდი დახმარებას, რომ არცერთ მხარეს არ დაშავებულიყვნენ ახალგაზრდები. საპატრულო პოლიცია ცოტა მოშორებით იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა მისცეს საშუალება აქციის მონაწილეებს შემოვარდნილიყვნენ ოფისში და გაეკეთებინათ ის, რაც სურდათ. დამსხვრეულია შუშები ნაცემი არიან ჩემი თანამშრომლები,”- აცხადებს “მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრის დამფუძნებელი ” ანი ნადარეიშვილი.

ამ დროისათვის სიტუაცია პოლიცია აკონტროლებს ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა