გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში 20 მარტს გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 20 მარტს გამოვა. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდეტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ პოლიტოლოგებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"გამომდინარე იქედან, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, მისი გამოსვლა, ბუნებრივია, უნდა ეხმიანებოდეს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც საზოგადოებას ყურადღება აქვს გამახვილებული. ვეცადეთ, დღევანდელ შეხვედარზე მაქსიმალურად ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი იმ ორგანიზაციების სპექტრი, რომლებიც, მუშაობენ საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკაზე და რომელთა კვლევაშიც აღინიშნება აზრთა სხვადასხვაობა. ნამდვილად მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, ვიცოდეთ ყველა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია", - განაცხადა ფხალაძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა ეკონომიკურ ბლოკთან გაიმართა. დღეს გაიმართება შეხვედრა უშიშროების საბჭოსთან.
"დღევანდელ შეხვედრაზე გაგაცნობთ იმ პროირიტეტებს, რაც უნდა იყოს პრეზიდენტის გამოსვლაში. გვინდა, რომ ეს ყველაფერი ერთად დისკუსიაში, კამათში მოითელოს და თქვენგან მივიღოთ რეკომედაციები და შენიშვნები, ასევე კორექტივები, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ, რომ დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - მიმართა ფხალაძემ ექსპერტებს და აღნიშნა, რომ ისინი არიან ის ადამიანები, რომელთა ნააზრებს უყოველთვის დიდი ყურადღებით უსმენს პრეზიდენტი.
ფხალაძის ექსპერტებთან შეხვედრის მიზანია, საქართველოს პრეზიდენტის ყოვეწლიური საპარლამენტო გამოსვლისთვის მოსამაზადებელ პროცესში მოხსენების ძირითადი მიმართულებების გაცნობა და მოსაზრებათა გაზიარება.
ავტორი: ნიუპრესი