17-20 მარტს ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
მიმდინარე კვირაში სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:
• 17 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "N5ბ" (ი.ჭავჭავაძის ქ. ნაწ).
• 19 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "N5ა" (და-ძმა ურდროპების, თავისუფლების, გამარჯვების, იმედაძის, კაკაბაძის, კეკელიძის, ლენინაკანის, შმიდტის, ჩიქოვანის ქ.).
• 20 მარტს, 11:00-14:00 სთ - ფიდერი "ტაო"; 14:00-17:00 - ფიდერი "ელმექანიკური 3" (გუგუნავას ქ. ნაწ.).
"
18 მარტს მაღალი ძაბვის ქვესადგურში "ქუთაისი-I" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება 8400-მდე აბონენტს ქუთაისის კახიანოურის, საფიჩხიისა და ქალაქ-მუზეუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.
მომხმარებლების ენერგომომრაგების საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით სს "ენერგო-პრო ჯორჯია" "ქუთაისი-1" გამანაწილებელი მოწყობილობებზე გეგმიურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 -დან 17:00 საათამდე შეუწყდება ფოთის, ბაქოს, უზნაძის, ლომონოსოვის, ბაგრატიონის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, ლეონიძის, რაზმაძის, ანჯაფარიძის, ასათიანის, სინაურის, გვანცელაძის, რესპუბლიკის, დავითაშვილის, მჭედლიძისა და მიმდებარე ქუჩებს, ხოლო წერეთლის ქუჩას, აღმაშენებლისა და ჭავჭავაძის გამზირებს ნაწილობრივ. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება, - აცხადებენ სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში.
ავტორი: იზა მოდებაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა