ვანდალური აქტით დაზიანებული ძეგლები ქუთაისში
"ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ სიხარულიძე "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიოტორიაზე არსებული სკვერისა და იქ მდებარე ქანდაკებების მდგომარეობას აპროტესტებს. როგორც ვახტანგ სიხარულიძე ამბობს, ის ქანდაკებების ავტორებსაც ესაუბრა. ძეგლების დაზიანების ფაქტი ვანდალიზმად შეიძლება შეფასდეს: "კულტურის სამსახურმა რეაბილიტირებულ ფოლკლორის სახლში ანგარიში წარადგინდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგადაა და გასული წელი შეაფასა, როგორც წარმატებული. რეალურად კი "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერში ქანდაკებები დაზიანებულია, 9 ქანდაკება იყო, ახლა ექვსი ქანდაკებაა დარჩენილი, დანარჩენი დამტვრეულია. ეს ფაქტი შეიძლება შეფასდეს, როგორც ვანდალიზმი",- განაცხადა ვახტანგ სიხარულიძემ.


ავტორი: ანა ჯიქია