რიჩარდ ნორლანდი: "საქართველო ასეთი ძალადობისგან ვერ იხეირებს"
აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში მომხდარი ინციდენტით შეშფოთებულია.
ნორლანდის თქმით, ამერიკის საელჩო განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.
"შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ძალადობა არავის ინტერესებში არ შედის, ორივე პარტიამ უნდა აკონტროლოს თავისი ექსტრემალური ელემენტები. ასევე გახსოვდეთ, რომ საქართველო ასეთი ძალადობისგან ვერ იხეირებს",-განაცხადა ნორლანდმა.
ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისი და ანი ნადარეიშვილის "მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრი" დაარბიეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა