რა მიზნით გადაწყვიტა მურმან დუმბაძემ იარაღის შეძენა?
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა მურმან დუმბაძემ,
ჟურნალისტების თანდასწრებით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა გადაწყვიტა, თუმცა საკმარისი
საბუთების არქონის გამო ჩანაფიქრის ასრულება ვერ მოახერხა.
დუმბაძის
განცხადებით, მას იარაღი თავდაცვის მიზნით სჭირდება, ვინაიდან აქვს ინფორმაცია იმის
შესახებ, მის ოჯახზე მოსალოდნელია თავდასხმა.
,,თუ დავინახე,
რომ ჩემს მეუღლეს ღირსებასა და პატივს ულახავენ, თუ დავინახავ, რომ ჩემს პიროვნებას
ღირსებასა და პატივს ულახავენ, ბუნებრივია, გამოვიყენებ იმ ძალას, რისი გამოყენების
უფლებაც გამაჩნია კანონით. როდესაც ხელისუფლება არ გიცავს და ის ფიქრობს, რომ ამგავრი
გზით დაგაშინებს, მაშინ მე თავად დავიცავ საკუთარ თავს“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
როგორც ცნობილია, "თავისუფალი თაობის" ბათუმის წარმომადგენლებმა მურმან დუმბაძის სახლის წინ აქციის გამართვა დააანონსეს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე