|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი: „ცოტაც მაცადეთ“

1 ოქტომბერი არის ქვეყნის წარსულში დაბრუნებასთან გაბრძოლება – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გამართულ „ნაციონალების“ ყრილობაზე გააკეთა.

„1 ოქტომბერი არის უკანასკნელი გაფართხალება, უკანასკნელი რუბიკონი. ვისაც უნდა, რომ საქართველოში დააბრუნოს უშუქობა, ნარკომანია, ეს არ მოხდება.  მიუხედავად ოპონენტების მტკიცებისა, რომ ქვეყანაში მოსახლეობისათვის ჯანდაცვა მიუწვდომელია, ჩვენ ავაშენეთ ახალი საავადმყოფოები და ერთ დღეში დაზღვეულების რაოდენობა მილიონი დაზღვეულით გაიზარდა. ცოტაც მაცადეთ და ყველა იქნება ჯანმრთელი და ერი გამრავლებული,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა

მიხეილ სააკაშვილმა გამოსვილისას განაცხადა, რომ ისტორიას არ ახსოვს ქუთაისის მოედანზე შეკრებილი ამდენი ხალხი.  „გინდა ზემოდან გადაუღეთ გინდათ, ქვემოდან, ნახეთ რამდენი ხალხია,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის ყრილობაზე მისვლამდე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატმა  აკაკი ბობოხიძემ და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ მიმართეს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე