ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯა
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა გასული წლის სამუშაოები შეაჯამა. ანგარიშის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 106 ქუჩას, რისთვისაც 19 335 252 ლარი დაიხარჯა.
რეგიონული განვითარების ფონდიდან 59 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 8 017 731 ლარი დაიხარჯა, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 39 ქუჩის რეაბილიტაციისთვის დახარჯული თანხა 4 848 174 ლარს შეადგენს.
" 2013 წლიდან გადმოსული 39 პროექტი დასრულდა. საერთო ჯამში, შესრულდა 15 მილიონი ლარის სამუშაოები. მიმდინარეობს 2 ბაღის მშენებლობა. შევეცდებით 2015 წელი გაცილებით ნაყოფიერი იყოს",- განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.
ავტორი: ანა ჯიქია