მედეა ვასაძე: "მორიგი მსხვერპლი მე ვიქნები"
,,თავისუფალი თაობის“ წევრების მიერ გუშინ ჯემალ
ფუტკარაძის საცხოვრებელი სახლის წინ გამართულ აქციას და მის სადარბაზოს კარებზე დატოვებულ
მესიჯებს დღეს პარლამენტის ვიცე სპიკერ მურმან დუმბაძის სახლში გამართულ ბრიფინგზე
თავად ჯემალ ფუტკარაძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე გამოეხმაურენ.
ფუტკარაძის განცხადებით, მისთვის ასეთი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ,,ორმოცდათორმეტი წლის ვარ და ასეთი შეურაცხყოფა, რაც ჩემი შვილის ტოლმა ახალგაზრდებმა გუშინ მომაყენეს, არავის მოუყენებია. საკუთრება, რომელზედაც წარწერები დატოვეს, დაცულია კონსტიტუციით და ამით მათ საკუთრების უფლება უგულებელყვეს“, - განაცხადა ფუტკარაძემ.
მედეა ვასაძის
ინფორმაციით ,,თავისუფალი თაობის“ მორიგი მსხვერპლი ის იქნება. ვასაძე აღნიშნულ ქმედებებს
ბოლშევიკურს უწოდებს და მოუწოდებს ხელისუფლებას მისი უსაფრთხოება დაიცვას. მან ,,ქართული ოცნება“ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.
აღნიშნულ ბრალდებას ვასაძე საფუძვლად სუს-ის ახალ უფროსად გიორგი პაპუაშვილის დანიშვნას
ასახელებს. ვასაძის ინფორმაციით, პაპუაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძალოვან სტრუქტურებში
მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
,,მოვუწოდებ ხელისუფლებას თავი
შეიკაონ ასეთი ბოლშევიკური სულისკვეთების განცხადებებისაგან. მათ განცხადებებში
საუბარია ღალატსა და ლუსტრაციაზე. დიახ, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვამჟღავნეთ, რომ არ
ვიყიდებით“, - განაცხადა ვასაძემ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე