,,გაგიჩენ პოლიტიკურ კიბოს ორივე ხელზე“ - "თავისუფალი თაობა“ მურმან დუმბაძეს ეხმაურება
“გაგიჩენ პოლიტიკურ კიბოს ორივე ხელზე“ - ასე გამოეხმაურა
,,თავისუფალი თაობის“ წევრები დღეს გამართულ ბრიფინგზე, ვიცე სპიკერ, მურმან დუმბაძის
მიერ იარაღის შეძენის ფაქტს და იმ განცხადებას, თითქოსდა მისი ოჯახის მიმართ ანგარიშსწორებას
გეგმავენ.
,,თვისუფალი თაობის“ ერთ-ერთი
დამფუძნებელი ვახტანგ მითაიშვილი საკუთრი ,,ფეისბუქის“ გერდზე წერილს აქვეყნებს, სადაც
ნათქვამია, რომ მას ვიცე სპიკერმა დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ეხლა მირეკავს
გადარეული მურმან
დუმბაძე, და
ვინც ჩემთან
არ ამოვიდეს
სახლშიო, იმის
დედაც მ….ნო მეუბნება. ესეთი ვიცე
სპიკერი ყავს
საქართველოს“ - წერს მითაიშვილი.
მითაიშვილის აღნიშნულ განცხადებას უარყოფს ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე და აცხადებს, რომ ეს ყოველივე სიმართლეს არ შეესაბამება. ,,თავისუფალი თაობის“ ბათუმის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ლორია, დუმბაძის ამ ქმედებას შიშველი ხელით მებრძოლ ახალგაზრდებზე, იარაღით დაპირისპირებად აფასებს. მისი თქმით, დუმბაძე 2011 წელს რამდენჯერმე დაარბიეს, თუმცა იარაღის შეძენის მცდელობა მაშინ არ ქონია.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისინი მურმან დუმბაძეს,
მედეა ვასაძეს და ჯემალ ფუტკარაძეს უპირისპირდებიან და არა მათ ოჯახის წევრებს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე