იტალიაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა
იტალიის ქალაქ ბარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქართველი ემიგრანტი 44 წლის ნონა ზარიძე დაიღუპა. აღნიშნული ინფრომაცია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში", ჯგუფ ,,ემიგრანტებო გავერთიანდეთ"-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა შოთო სიხარულიძემ განათავსა.
,, საშინელი ტრაგედია – იტალიის ერთ-ერთ ქუჩაზე წაქცეულ ქართველ ნონა ზარიძეს ავტობუსმა გადაუარა.
„საშინელი ტრაგედია დატრიალდა გუშინ საღამოს იტალიის ქალაქ ბარში.ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 44 წლის კიდევ ერთი ქართველი ქალბატონი, ნონა ზარიძე. მართალია, ყოველი სიკვდილის ფაქტი მძიმე და თავისთავად ტრაგიკულია, მაგრამ როცა შვილისა და მეგობრის თვალწინ შემთხვევით ფეხის მოცურებისაგან ქუჩის მოსახვევში წაქცეულ ქალს მთელი სიჩქარით მომავალი ავტობუსი რომ გადაუვლის თავზე… დედის ტრაგიკულ დაღუპვას შვილი შეესწრო …პირველი სასწრაფო დახმარების მანქანით აწ გარდაცვლილი ნონა ზარიძე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვეღარ შეძლეს გადაერჩინათ, მეორე სასწრაფო დახმარების მანქანით მძღოლი გააქანეს საავადმყოფოში… ისიც ცუდად გახდა. მესამე სასწრაფო დახმარების მანქანით კიდე გარდაცვლილის 22 წლის ქალიშვილი და მისი მეგობარი წაიყვანეს საავადმყოფოში.. ფსიქოლოგიური შოკი..
არც მძღოლს დაურღვევია მოძრაობის წესები, არც… საშინელი ბედისწერის აღმოჩნდა... ღმერთო დაუმკვიდრე სასუფეველი და ჯანმრთელად უმყოფე თავისი შვილები“" - ნათქვამია სიხარულიძის წერილში.

ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა