დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის საერთო საცხოვრებელი შენდება
თბილისში თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია 3 საცხოვრებელი კორპუსისა და ადმინისტრაციული შენობის აშენება. ასევე, გაკეთდება კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და გარე განათება მოეწყობა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 300 ადგილიანი საერთო საცხოვრებილის მშენებლობას იწყებს. აღნიშნული საერთო საცხოვრებელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტებსათვისაა გათვალისწინებული. მშენებლობა 14 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 5 მილიონ 250 ათას ლარს შეადგენს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა