|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეონა ზაქარაშვილი: "ტენდერში წინა შემსრულებელმა გაიმარჯვა, ოღონდ სხვა სახელით"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის კვლევის თანახმად, მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარის პროგრამას იგივე მეწარმე ახორციელებს, ოღონდ სხვა სახელით. 

ორგანიზაციას ადგილობრივ თვითმმართველობისათვის რეკომენდაციებიც აქვთ: "მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისათვის ტენდერი 89 ათასზე იყო გამოცხადებული. როცა დავინტერესდით, თუ როგორი მიმდინარეობდა საქმე, გვიპასუხეს, თანხა საკმარისი არ იყო და სატენდერო პირობები ვერ შესრულდა. 6 თვის განმავლობაში ისევ გამოცხადდა ტენდერი. გამოცხადდა გამარჯვებული. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ ინდ.მეწარმე პაატა ბოკუჩავა, რომელიც წინა შემსრულებელი იყო, არის გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვა, რომ ტენდერში გამარჯვებული იგივე  პიროვნებაა, ოღონდ სხვა სახელით,"- განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.
 მალხაზ ბასილაძის თქმით, გამარჯვებული, შესაძლოა, იგივე ადამიანი იყოს: "განვახორციელებთ დაკვირვებას, 6 თვის შემდეგ შევხედავთ,  რამდენად შევძლებთ ტენდერის პირობების შესრულებას.  გამარჯვებული შეიძლება იყოს იგივე ადამიანი, ეს არის კომპანიის ნდობით აღჭურვილი პირი. პირობები გაცილებით უკეთესია,  ვიდრე შარშან იყო,"- განაცხადა მალხაზ ბასილაძემ.
 ტენდერი შპს „უნივერს ჯგუფს" აქვს მოგებული.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა