|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპერის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის ოპერის თეატრის თანამშრომლებმა, მერიის წინ აქცია გამართეს. მათი თქმით, ოპერის თეატრში სრული განუკითხაობაა, ამასთან ერთად თანამშრომლები თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ირინა ლომინაძის კანდიდატურის დასახელებას აპროტესტებენ.

 ,,მოგავქციოს ყურადღება კულტურის სამინისტრომ, ჩვენ თეატრის მსახიობებმა უკეთ ვიცით, თუ ვინ არის საჭირო თეატრისთვის და ვინ უკეთ უხელმძღვანელებს მას. ჩვენი არჩევანი არის ბატონი ლაშა ნიქაბაძე და არავინ სხვა" ,- განაცხადა თეატრის თანამშრომელმა კობა ლილუაშვილმა.
" გვინდა, რომ თეატრს ყავდეს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ნიქაბაძის სახით. ის  რომ მის თეატრში მისვლას უშლიან ხელს, ეს არის  ქალაქის სირცხვილი. სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბევრი მოიაზრება, თუმცა ლაშა ნიქაბაძე არის ის ადამიანი, რომელიც სჭირდება ქალაქს და ოპერის თეატრში მას მხარდამჭერთა დიდი ნაწილი ყავს",- განაცხადა ნათელა ჩანქსელიანმა. 
აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა პარტიის "თავისუფალი საქართველო" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძვანელმა გოგი წულაიამ.
ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეს პოსტი გოგი ჭიჭინაძემ დატოვა. ახალი სამხატვრო ხელმღვანელის კანდიდატურას კულტურის სამინისტრო გამოავლენს. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა