|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსეთ!"-გამოწვევების პასუხი

„ზიანის შემცირება მუშაობს - დააფინანსეთ!“,-  ეს ის თემაა, რომელის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაციამ „რუბიკონი“  კვლევის შედეგები წარმოადგინა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, კვლევის მიზანი არსებული საჭიროებების განსაზღვრა და ზიანის შემცირების უფრო მდგრადი, ხარისხიანი სერვისების განხორციელებაა.

„არასამთავრობო ორგანიზაცია “რუბიკონი “ მონაწილეობას იღებს ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის პროექტში „ზიანის შემცირება მუშაობს - დააფინანსეთ!“ პროექტი მნიშვნელოვან ეტაპზე დგას და საფუძვლიანად მიმდინარეობს მანკიერებების აღმოფხვრა. ამისთვის საჭიროა მეტი მობილიზება და თანადგომა. ნარკოტიკების მომხმარებლებში,  როგორც მაღალი რისკის ჯგუფში, ინფექციის პრევენციით ზიანის შემცირება იცავს მთლიანად საზოგადოება ეპიდემიისგან, ამიტომ იგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი რგოლი,“-ამბობს  არასამთავრობო ორგანიზაციის "რუბიკონი" დამფუძნებელი დალი უშარიძე.

 "რუბიკონის" კიდევ ერთი დამფუძნებლის,  ზაზა ქარჩხაძის თქმით,   მნიშვნელოვანია ამ პროექტში  მთავრობის ჩართვა: " კამპანია, რომელიც მიმდინარეობს მიმართულია  იმისკენ, რომ  ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში"-განაცხადა  ზაზა ქარჩხაძემ.

შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ ნადირაძე ესწრებოდა.

ავტორი: იზა მოდებაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა