|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წყლის გადასახადი მიცვალებულებს კვლავ ეგზავნებათ

ქუთაისში რეგისტრირებულ აბონენტებს წყლის გადასახადი მიცვალებულების სახელზე ისევ მისდით. მაშინ როდესაც, საქართველოს გაერთიანებული წყალომომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალში აღნიშნული პრობლემის მოგვარების პირობას ჯერ კიდევ გასულ წელს დებდნენ. თუმცა, დღემდე მოუგვარებელი პრობლების გამო, მოსახლეობას გაორმაგებული გადასახადის გადახდა უწევს.

„ერთი წელია, რაც შვილი დამეღუპა და  შვილის სახელზე დღემდე მოდის წყლის ქვითრები. უკვე მეხუთე თვეა რაც ასე გრძელდება. იყო შემთხვევები, როცა დავალიანება მეზობლების სახელზეც მოგვდიოდა“, – ამბობს ქუთაისში, მალანიას ქუჩის მკვიდრი აკაკი ფხაკაძე. როგორც ფხაკაძეები განმარტავენ, ბოლოს წყლის გაორმაგებული გადასახადი მიმდინარე წლის აგვისტოში მიუვიდათ.

ფხაკაძეები განმარტავენ, რომ პრობლემის მოსაგავრებლად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას არაერთხელ მიმართეს. თუმცა, მათ მოთხოვნას კომპანიის მხრიდან რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.

თავად კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად,  ოჯახის მხრიდან გარდაცლილი აბონენტის ცნობის წარდგენა უნდა მოხდეს.  ამის შემდეგ  მოხდება კორექტირების შეტანა, რაც მომდევნო თვის გადასახდებში აისახება. 

ავტორი: თეკლა მორგოშია