არასამთავრობო ორგანიზაციები ძალადობის ფაქტებს გმობენ
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED),
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) განცხადებას ავრცელებს, სადაც ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა პოლიტიკური ძალის მშვიდობიანი საქმიანობისა და გამოხატვისათვის ძალადობისაგან დაცული გარემო, ასევე მიიღოს ზომები, რათა ძალადობაში მონაწილე საჯარო მოხელეების მიმართ გამოყენებულ იქნას არამარტო სამართლებრივი (ასეთის დადასტურების შემთხვევაში), არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ზომები.
არასამთავრობოები მოუწოდებენ სამართალდამცავებს, უზრუნველყონ ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარი ფაქტების ყოველმხრივი, დროული და ეფექტური გამოძება, მოხდეს დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა, მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით.
"მოვუწოდებთ დაპირისპირებაში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს, ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მკაცრად შეიკავონ თავი ყოველგვარი ძალდობისაგან, პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონები", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა