|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანდაცვის სამინისტრომ 20 სტომატოლოგიური კლინიკა დახურა

ჯანდაცვის სამინისტრომ 20 სტომატოლოგიური კლინიკა დალუქა. მონიტორინგი სამინისტრომ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. კლინიკები დაიხურა, როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც. მონიტორინგი სამინისტრომ თითქმის დაასრულა, დარჩენილია ქართლისა და კახეთის რეგიონები, სადაც შემოწმება უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს. მონიტორინგის შედეგად დაიხურა 20 კლინიკა, ხოლო 15-ს შეუჩერდა ლიცენზია. შემოწმება დეზინფექციის და სტერილიზაციის კუთხით მიმდინარეობდა. "შედეგები არის ზოგან კარგი, ზოგან ცუდი, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ მაინც კმაყოფილები ვართ. ძალიან ბევრმა კლინიკამ შეცვალა თავისი მიდგომები სტერილიზაციასთან და დეზინფექციის მიმართულებით. 20-მა დაწესებულებამ გამოაგზავნა შეტყობინება დახურვის შესახებ, 5-მა შეიცვალა იურიდიული მისამართი. იყვნენ ჩვენი თანამშრომლები  მისულები, მათი მდგომარეობა გამოსწორებულია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კავარცხელიამ.  კლინიკების შემოწმებას ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ენიმინაცის ფარგლებში ახორციელებს. 

ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს იმ დაწესებულების სიას, რომლებმაც ფუნქციონირება შეწყვიტეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა