|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღში სარკოცისტოზი გამოავლინა


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის შედეგად თბილისის 121-ე მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღში ხორცის ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლაბორატორიას გადაუგზავნა. კვლევის შედეგად ხორცის ნიმუშში აღმოჩნდა პარაზიტი  სარკოცისტოზი(სარკოსპორიდიოზი), რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

საბავშვო ბაღს ხორცით ამარაგებს კომპანია „ფუდსერვისი“.

 თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს დაევალა ყველა საბავშვო ბაღიდან „ფუდსერვისის“ მიერ მიწოდებული ხორცის გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა