ოპერის თანამშრომლები აქციებს აგრძელებენ
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები და ორკესტრის წარმომადგენლები პერმანენტულ აქციებს განაგრძობენ.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დღეს გამართულ აქციაზე 30-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ლაშა ნიქაბაძის კანდიდატურის განხილვას და მის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას მოითხოვდნენ.
,,როდესაც ქალაქს ლაშა ნიქაბაძის სახით ასეთი ვარსკვლავი ყავს, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჩვენი უფსკრულში გადაჩეხილი თეატრის კიდევ ერთხელ გაცოცხლება, ასეთ ადამიანს იქეთ უნდა ეხვეწებოდნენ, რომ მიხედოს თეატრს", - განაცხადა თეატრის თანამშრომელმა ნათელა ჩანქსელიანმა.
თანამშრომლების განცხადებით, ირინა ლომინაძის კანდიდატურა, რომელიც ამჟამად სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება, მათთვის მიუღებელია. მათივე თქმით, ლომინაძეს ქალაქის მერი, შოთა მურღულია ლობირებს.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ბაღიდან მერთან აუდიენციის მოთხოვნით, ქუთაისის მერიისკენ გადაინაცვლეს. თავის მხრივ, შეხვედრას დათანხმდა შოთა მურღულიაც, თუმცა საუბარი დახურულ კარს მიღმა წარიმართა და მისი შინაარსი ამ დრომდე უცნობია.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა