იმერეთს ახალი ვიცე-გუბერნატორი ჰყავს
გივი ჭიჭინაძემ დღეს ახალი ვიცე გუბერნატორი წარუდგინა: "მას აქვს კარგი გამოცდილება, უამრავ სამსახურში არის ნამუშევარი, იყო პარტიის წარმომადგენელი იმერეთში, იცნობს ყველა რეგიონს და უამრავი პრობლემა ზეპირად იცის",- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.
ახლადდანიშნულმა ვიცე გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძეს ნდობისთვის მადლობა გამოუცხადა. "ორჯერ მეტი ენერგიით შევუდგები საქმეს. ჩვენ ვიქნებით ძლიერი გუნდი. მინდა ჩვენი ენერგია მოვახმარო რეგიონს",- განაცხადა პაატა ნადირაძემ. მან კონკრეტულ გეგმებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.
ნადირაძე აქამდე თბილისის საქალაქო ტრანსპორტის სამახურში ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა.
გივი ჭიჭინაძემ გაწული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ ვიცე-გუბერნატორს ალექსანდრე იოსებაშვილს, მან თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუბერნატორად გივი ჭიჭინაძის დანიშვნისთანავე დაწერა.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა