|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანდაცვის სამინისტრო უფლებაშეჩერებული კლინიკების ახალ სიას აქვეყნებს

ჯანდაცვის  სამინისტრო მონიტორინგის შედეგად დახურული სტომატოლოგიური კლინიკების ახალ სიას აქვეყნებს. დღეის მონაცემებით, დახურულია 16 კლინიკა, 4 კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრომ საქმიანობის უფლება აღუდგინა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა „ნიუპრესს“ განუცხადა, ამ კლინიკებმა სამინისტროს  საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით მიმართეს. მათ შეასრულეს ის რეკომენდაციები, რომლებიც შემოწმების შედეგად მიეცათ.

მისივე განმარტებით, საქმიანობის უფლებაშეჩერებულ 16 ობიექტს  მიცემული აქვს  გონივრული ვადა დარღვევების გამოსასწორებლად, რის შესრულების შემდეგაც შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას.

"ამ ეტაპზე ჩატარდა მონიტორინგი ინფექციების გავრცელების რისკის შესაფასებლად- დეზინფექციის და სტერილიზაციის კუთხით. ეს იყო მხოლოდ  მონიტორინგი,  რასაც პერმანენტული ხასიათი ექნება,  ხოლო როდესაც სალიცენზიო შემოწმება ჩატარდება, მაშინ სანქციები გაცილებით მკაცრი იქნება", -აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

"ნიუპრესი" აქვეყნებს იმ ობიექტების სიას, რომლებსაც დღეის მონაცემებით საქმიანობა შეჩერებული აქვს.


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა