|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პავლე კუბლაშვილი: ,,შსს 21 მარტის აქციის მხარდამჭერებს ემუქრება“

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 მარტის აქციის მხარდამჭერებს ემუქრება“,-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პავლე კუბლაშვილმა, რომელმაც პარლამენტში დღეს  ბრიფინგი გამართა.  დეპუტატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ადგილი აქვს  მუქარებს და დაშინების მცდელობას  იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 21 მარტის აქციაზე წასვლას აპირებენ. 

,,შინაგან საქეთა სამინისტროს, კონკრეტულად კი ,,სუს"-ის თანამშრომლები, იმ პირებს აშინებენ, რომლებიც აქციაზე მოსვლას გეგმავენ. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ თითეული ამ პოლიციელის სახელი და გვარი ვიცით, ასევე ვიცით მათი წარსულში ჩადენილი ქმედებები და ისიც, რას სამომავლოდ, 21 მარტის აქციის ჩასაშლელად აპირებენ. ყველა მათგანის  შესახებ აუცილებლად შევატყობინებთ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შემდგომი რეაგირებისათვის“,- განაცხადა კუბლაშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს დღესვე მმართველ გუნდში უპასუხეს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბრადებები უსაფუძვლოა დაეს მხილოდ მათი ხრიკებია: ,,ეს არის მათ მიერ პრევენცია იმისა, რომ 21 მარტის აქციაზე ხალხის სიმცირე გაამართლონ“-აღნიშნა ტყემალაძემ.

ავტორი: ეკა შალამბერიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა