|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მძიმე შეხვედრა მქონდა ქუთაისში"-ირაკლი ალასანია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, ქუთაისელებს შეხვდა. მან მოსახლეობის პრობლემები მოისმინა, როგორც ალასანია განმარტავს შეხვედრა ძალიან მძიმე იყო. მისი თქმით, მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია.

"თავისუფალი დემოკრატებისლიდერის თქმით, ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანაა შეხვდეს მოსახლეობას და მოახდინოს არსებული პრობლემების ინდეტიფიცირება. 

"დიდი ხანია დავიწყეთ შეხვედრები საზოგადოებასთან, რომელსაც დავარქვით "დიალოგი ხალხთან".  ტელევიზიით მოსმენილი  საკმარისი არ არის ხალხისთვის, მათ უნდა შეეხო, მოისმინო მათგან. საკმაოდ მძიმე შეხვედრები მქონდა ქუთაისში  ე.წ. "კეჩის ბაზრობაზე, სადაც მოვაჭრეები თვეების განმავლობაში ვერ ახდენენ პროდუქციის რეალიზაციას",- განაცხადა ალასანიამ  "ნიუპრესთან"საუბარში. 

 მოგვიანებით, ირაკლი ალასანია  ქუთაისელ სტუდენტებს დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში შეხვდა, სადაც საჯარო ლექცია თემაზე "ჩვენი დასავლური არჩევანი"  ჩაატარა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა