|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის მარტის დასაწყისში თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა საქართველოს მოქალაქეს სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 3 000 ევრო.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მამუკა ცაავა იმერეთის ამჟამინდელი გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის ყოფილი მოადგილეა. შეგახსენებთ, გივი ჭიჭინაძე ვიდრე  იმერეთის გუბერნატორად დაინიშნებოდა,  ვაკის რაიონის გამგებელი იყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა