|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიძინა ივანიშვილი არის ის, ვინც სააკაშვილს ასულდგმულებს"- ირაკლი ალასანია

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "ნიუპრესთან " საუბარში სამეგრელოს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,   წინა ხელისუფლებაზე მუდმივი საუბრით ამ ძალების  გააქტიურება ხდება. "ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის, ვინც  სააკაშვილს ასულდგმულებს. მუდმივად წარსულზე და  იმ დანაშაულებზე საუბარი, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, გარკვეულწილად მწვანე შუქის ანთებაა იმ  რეჟიმის წარმომადგენლებისათვის. სამართლებრივ ქვეყანაში უნდა დაუდასტურო ბრალი და უნდა გაუშვა ციხეში, თუკი ამას ვერ აკეთებ და გაუთავებლად საუბრობ, ამით ახლისებ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. ჩვენ წინა ხელისუფლებას იმიტომ დავუპირისპირდით, რომ ძალადობრივი რეჟიმი იყო, მაგრამ არაფერი  შეცვლილა და  ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა გააგრძელეს ის რეპრესიული რეჟიმი, რაც სააკაშვილს ჰქონდა", - განუცხადა "ნიუპრესს" ირაკლი ალასანიამ.  მისი თქმით, საზოგადოებას კრიზიდან გამოსავალი აინტერესებს და ის, რა ხდებოდა გუშინ და გუშინწინ. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა