საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულია. აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტში 88 ხმით ნინო გვენეტაძე აირჩიეს.
გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა. დღესვე პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა პარლამენტარებს გვენეტაძის ბიოგრაფიული და პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს გვენეტაძე ათი წლის ვადით დაიკავებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მან კონსტანტინე კუბლაშვილი ჩაანაცვლა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:46
10:52
10:31
10:29
15:35
















