|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ალასანია: ,,იმედი მაქვს, დაპირისპირებას ადგილი არ ექნება"

პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იმედოვნებს, რომ 21 მარტის აციაზე, ხელისუფლება საღად იაზროვნებს და არ დაუშვებს განმეორდეს იგივე, რაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" 2007 წლის 7 ნოემბერს გააკეთა. მისივე თქმით, მსგავსი ქმედება ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს.
,,იმედი მაქვს, რომ რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ექნება, მასშტაბური დაპირისპირება თუ მოხდა და განმეორდა ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა 7 ნოემბრის აქციაზე, კატასტროფამდე მიიყვანს ყველას. მე იმედი მაქვს, რომ საღი აზრი ეყოფა ყველას. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა დაიცვას უსაფრთხოება. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ღონისძიება და  სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყველა პოლიტიკური ძალის უფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ არ აძლევდა თავის დროზე ამის საშუალებას. მახსოვს, რა რთული იყო მაშინ ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ ჩვენ წინ უნდა წავიდეთ", - აცხადებს ალასანია.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა