|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეს აღნიშნავენ

TBC გალერიაში ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. სადაც  პროფესიონალი ფოტორეპორტიორების ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გამოცემებსა, რადიო თუ ტელეკომპანიებში დასაქმებული ჟურნალისტების ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფოტონამუშევრები და ნახატები. “Cup Story" ასე  ჰქვია გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის მანანა ქველიაშვილი  ფოტოპროექტს, რომელსაც მესამე წელია აკეთებს. საკუთარი ფოტოები გამოფინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა სოფო ბობოხიძემ. „წარმოდგენილია ჩემი ცხრა ფოტო. ეს ფოტოები 3-4 წლის წლის წინაა გადაღებული.  გადაიღო ფოტო ნიშნავს დაიჭირო წამი, რომელიც არასდროს განმეორდება და ეს წამი აქციო ისტორიად“,- აღნიშნა სოფო ბობოძიძემ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო  რადიოძველი ქალაქის“ ჟურნალისტის ლია უკლებას, ფოტორეპორტიორები დათო მირზაშვილის, მამუკა კაკაურიძის, თორნიკე ტურაბელიძის ფოტოები. გამოფენას  იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწნენ. მათ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. „ჟურნალისტებს აქვთ საშუალება იყვნენ ობიექტურები და ემსახურონ სწორი ინფორმაციის გავრცელებას. გილოცავთ  პროფესიულ დღეს“,- განაცხადა იმერეთის გუნერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.


ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა