|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ევრაზიული კავშირის" წარმომადგენლებმა კანცელარიასთან "დეზინფექცია" ჩაატარეს

ორგანიზაციის "ევრაზიული კავშირი" წარმომადგენლები სახელმწიფო კანცელარიასთან შეიკრიბნენ და ტერიტორიაზე ქიმიური სადეზინფექციო ხსნარი მოასხეს. აქციის მონაწილეების თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კანცელარიასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ. 

"მე და ჩემი თანამოაზრეები დეზინფექციას ვუტარებთ იმ ადგილს, სადაც მავნე იდეოლოგიის და სისხლიანი წარსულის მქონე პოლიტიკანებმა დიდი დოზით ბოღმა აფრქვიეს", - ამბობს ევრაზიული კავშირის წარმომადგენელი ირაკლი ყიფიანი.

ერთიანმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ აქცია თავისუფლების მოედანზე დაიწყო და კანცელარიასთან დაასრულა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა