რა გახდა 7 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი?(ვიდეო)
ტყიბულში 7 წლის დავით ანდრიხაევი მოულოდნელად გარდაიცვალა. ოჯახი უკიდურედ გაჭირვებაში ცხოვრობს. როგორც გარდაცვლილის დეიდა "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, ისინი უკვე წლებია გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრობენ. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, გამგეობიდან დაპირების გარდა არაფერი მიუღიათ.
ამ დროისთვის 7 წლის ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ექსპერტიზის პასუხი ორ კვირაში გახდება ცნობილი.
როგორც ტყიბულის გამგეობაში განმარტავენ, ანდრიხაევების ოჯახი ტყიბულში არ არის რეგისტრირებული, განსხვავებით მისი დის ოჯახისა, რომელიც ტყიბულში ცხოვრობს და უკიდურეს გაჭირვებაში 5 შვილს ზრდის.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა