|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება ოპერის თეატრში

 დაძაბულობა  ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრძელდება. დავა სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევას უკავშირდება.  ოპერის ერთ-ერთი თანამშრომელი ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.

 როგორც ოპერის თანამშრომლები აცხადებენ, თეატრის ქორმეისტერი და  სამხატვრო ხელმძღვანელობის ერთ-ერთი კანდიდატი ირინა ლომინაძე და

ოპერის ორკესტრის თანამშრომელი ნათელა ქანქსელიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ჩანქსელიანი შეუძლოდ გახდა, ის სასწარაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "ლ.ჯ"-ში გადაიყვანა. 

როგორც "ნიუპრესის" კორესპონდენტს კლინიკის მისაღებში განუცხადეს, პაციენტს აღენიშნებოდა ჰიპერტენზიული კრიზი, ის ახლა  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

 დაზარალებულის განცხადებით,  ინციდენტი  ოპერის თანამშრომლებს შორის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურასთან დაკავშირებულმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.  ნათელა ჩანქსელიანი ამ პოსტზე მხარს ლაშა ნიქაბაძის კანდიდატურას უჭერს. თეატრში თავისი მომხრეები ჰყავს ირინა ლომინაძესაც.

რამდენიმე დღის წინ ოპერის  თეატრის თანამშრომლებს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდა. 



ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა