|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპერის თეატრი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

 ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრესსამსახური ურყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატს ირინა ლომინაძესა და გუნდის მსახიობ ნათელა ჩანქსელიანს  შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.  ოპერის თეატრის წარმომადგენლის აკაკი ანდღულაძის განმარტებით, სიტყვიერ შელაპარაკებას ნამდვილად ჰპონდა ადგილი გუნდის ორ მსახიობს, ნათელა ჩანქსელიანსა და სალომე გოდუაძეს შორის.  მისი თქმით, თეატრის ადმინისტრაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  შესაბამის ზომებს მიიღებს.

ოპერის თეატრის თანამშრომელი ნათელა ჩანქსელიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მედოკოსების თქმით, ის ხელოვნური სუნთქვაზე იმყოფება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა