შსს-მ კანონიერი ქურდი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა საერთაშორისო აეროპორტში 1978 წელს დაბადებული ლევან მარღია კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღიარებს ქურდულ სამყაროთან კავშირს და გარკვეული პერიოდიდან მისი წესების დაცვით ცხოვრობს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ავტორი: იზა მოდებაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა