|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასკოლო ასაკის გაზრდამ ბაღებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა

 ქუთაისის მერიაში თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის შეხვედრა გაიმართა. შეხვდრაზე დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებმა და გამგებლებმა თვითმმართელობის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ინიციატივები და რეკომენდაციები წარმოადგინეს. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, რომელიც ამავდროულად პროექტს თვითმმართველობების დონეზე  კოორდინაციას უწევს, წარმოდგენილი ინიციატივებიდან განსაკუთრებით საყურადღებოდ შესყიდებისა და ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებასთან დაკავშირებული საკითხები მიიჩნია.
  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ კი  "განათლების შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით  გამოთქვა შენიშვნა. შოთა მურღულიას თქმით, სასკოლო ასაკის 6 წლამდე განსაზღვრით პრობლემები შეექმნა საბავშვო ბაღებს, რადგან ბავშვები, რომლებიც 16 სექტემბრის შემდეგ ხდებიან 6 წლის, სკოლების მიღმა რჩებიან. მშობლები იძულებული იქნებიან ბავშვები კვლავ ბაღში ატარონ, რაც ბაღში ბაშვების რაოდენობასა და თვითმმართველობის ხარჯებს გაზრდის.  მურღულიას განმატებით, კანონში შეტანილი ცვლილების გამო ბაღებს ფართის პრობლემაც ექმნებათ, ქუთაისის მერიას კი მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების ფინანასური შესაძლებლობა არ აქვს.
 თბილისის საბავშვო ბაღებში  იგივე პრობლემის არსებობას ადასტურებს ნარმანიაც. მისი თქმით, საერთო პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაძლოა, სკოლების ან უშუალოდ ბაღების ბაზაზე ამ ბავშვებისთვის შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფილი ჯგუფები შეიქმნას.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა