|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ქალაქში არსებული ბიზნესობიექტების აღწერას იწყებს

ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების,  ქონების მართვისა და საბინაო ინფრასტრუქტურის   სამსახურები ხვალიდან ქალაქში არსებული ბიზნეს ობიექტების აღრიცხვას იწყებენ, ამის შესახებ ქალაქის მერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.  მურღულიას განმართებით, ეკონომიური სამსახურის ინიციატივით სპეციალური ანკეტა შემუშავდა, რომლითაც ხვალიდან ბიზნესის მეპატრონეებს სპეციალური ტრენინგგავლილი ადამიანები მიაკითხავენ.

როგორც შოთა მურღულიამ აღნიშნა, ამ დრომდე  არ არსებობს სტატისტიკა,  თუ რა სახის და მოცულობის ბიზნეს ობიექტები ფუნქციონირებენ  ქალაქში. მისი თქმით,  ამით დასრულდება აჟიოტაჟი რომ ქუთაისში ბიზნესის განვითარებაა ფერხდება.

 როგორც იდეის ავტორი ეკონომიკური განვითარების  სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი  იმედოვნებს,  აღრიცხვის შედეგად გამოიკვეთება ბიზნესსექტორში არსებული პრობლემები,   რომელთა გათვალისწინებით დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა