ნიკა ნარსია: "მამა პირველ სართულზე მუშაობს, შვილი მეორეზე"
"თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა ნიკა ნარსიამ ჟურნალისტებთან საკუთარ პროტესტზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, "ქალაქ მუზეუმის" მუნიციპალიტეტი ლპება და მესამე წელია, მისთვის ხელი არავის უხლია: " ნუ ალპობთ ქალაქ მუზეუმს, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მოწოდება, რეალურად, ქალაქის იმ ნაწილისთვის მესამე წელია, ხელი არავის უხლია. არადა, სულ რამდენიმე ათასი ლარი საკმარიასია მის გასაკეთებლად. რაც შეეხება ნეპოტიზმს. მამა პირველ სართულზე მუშაობს, შვილი მეორეზე. საუბარი მაქვს ქალაქის მერ შოთა მურღულიასა და მამამისზე. მერიაში ჩატარდა კონკურსი, შოთა მურღულიამ მამიმისის დანიშვნას მოაწერა ხელი მაშინ, როცა მერიიდან ბევრი პროფესიონალი წავიდა, არა მგონია, მერის ოჯახი მამამისის ხელფასით ირჩენდეს თავს",- განაცხადა ნიკა ნარსიამ.
ავტორი: ანა ჯიქია