"21 მარტის შემდეგ ვერ გცნობთ, ბატონებო"- შოთა მურღულია "ნაციონალებს"
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საკრებულოს სხდომა ქუთაისში. დღის წესრიგით წარმოდგენილმა საკითხებმა "ნაციონალების" უკმაყოფილება გამოიწვია. 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენისას საფინანსო სამსახურის უფროსს გამოსვლა დაუწუნა "ნაციონალმა" დავით გოგისვანიძემ. მან ირაკლი ავალიანს მხატვრული კითხვისთვის თავის დანებებაც ურჩია.
"21 მარტის შემდეგ ვერ გცნობთ, ბატონო დავით, ეტყობა, შედეგი ვერ დადეთ, 300 კაცი, რაც თქვენ აქციაზე წაიყვანეთ, იმდენი მე ოფისში მყავდა და ბევრი, ვინც ოფისში ვერ დაეტია, უკმაყოფილო დამრჩა", - აღნიშნა მურღულიამ "ნაციონალი" დეპუტატის მისამართით.

სავარაუდოდ, ქალაქის მერი ადგილობრივი არჩევნებისას თავისი მხარდამჭერების მრავალრიცხოვნებას გულისხმობდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა