|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია უკლება: "ბოდიში, კომფორტული მანქანა ვერ დაგახვედრეთ"

საკრებულოს სხდომაზე მერიის მიერ ავტომანქანების შესყიდვის თემა კვლ გახდა დაპირისპირების საგანი. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია უკლება ავტომანქანების საკითხი დაინტერესდა და ქალაქის მერს მიმართა: "რა ბედი ეწევათ მანქანებს, ცალკე თქვენ წუწუნებთ, რომ ნათხოვარი მანქანით დადიხართ, ცალკე საკრებულოს თავმჯდომარე, რომ წყალი ჩადის", - განაცხადა გია უკლებამ. მან მერიას მანქანების გაზზე გადაყვანა ურჩია.

 მერმა  გია უკლება ეკონომიკური საკითხების პოლიტიკურ  ჭრილში გადატანაში დაადანაშაულა. "რა არის გაუგებარი, მაღალი კლასის მანქანებიდან, რომელიც ბევ წვავს, უნდა გადავიდეთ  ეკონომიური კლსი მანქანებზე, თქვენი "ნაგავი" სარემონტოა, ვენ აიღებთ პასიხისმგებლობას 50 ათასი ლარი მიდის მანქანების რემონტში?",- უპასუხა შოთა მურულიამ.

"დიდი ბოდიში, კომფორტული მანქანა ვერ დაგახვედრეთ", - ამ რეპლიკით უპასხა ქალაქი მერს გია უკლებამ.  რაც შეეხება მერის მიერ "ნათხოვარი" მაქანით სიარულს, შოთა მურღულიამ განმარტა, რომ იგი რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაქანით დადის, რათა მისი ტრანსპორტირების ხარჯები ქალაქის ბიუჯეტს   არ დააწვეს.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა