შსს-მ საერთაშორისო ძებნილი დააკავა
შსს-მ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 18.11.2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 15.01.1977 წ. დაბადებული მუზაფერ უსტაბაში დააკავეს.
მუზაფერ უსტაბაშს ბრალად ედება ბელგიის სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე, 322-ე, 323-ე, 461-ე, 468-ე, 471-ე, 472-ე და 484-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა რაც ყაჩაღობის ორგანიზებას ან ყაჩაღობას გულისხმობს. 2011 წელს ქალაქ ანდერლეხტში მდებარე ბულგარული სატრანსპორტო კომპანიის „ექსპრესტრანსი“-ს მძღოლის მიერ გაკეთებული იქნა განაცხადი მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ. პოლიციელებად გადაცმული 5 შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა კომპანიაში, გაანეიტრალეს - „Turkish Way”-ში მყოფი 5 დისპეტჩერი, აიყვანეს ისინი მძევლებად და მუქარით წაართვეს კონვერტი, რომელშიც სავარაუდოდ იყო 56-დან 87 700 ევრომდე თანხა. აგრეთვე იქ მყოფ პირებს წაართვეს მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაული, სავარაუდოდ, მომზადებული იყო ვინმე „ტოტი“-ს მიერ. შემდგომი ღონისძიებების შედეგად „ტოტი“ იდენტიფიცირებული იქნა, როგორც მუზაფერ უსტაბაში.
ამჟამად მუზაფერ უსტაბაში დაკავებულია და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.
ავტორი: ნიუპრესი