|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო გუნდ „ტორპედოს“ ავტობუსი გადასცა

ქუთაისის საფეხბურთო გუნდ  „ტორპედოს“ ქალაქის მერიამ ავტობუსი გადასცა. როგორც ქალაქის მერი განმარტავს, აღნიშნული ავტობუსი მერიის ბალანსზე ირიცხებოდა, რომლითაც ამ დრომდე რაგბის და კალათბურთის გუნდები სარგებლობდნენ. საფეხბურთო გუნდს საკუთარი ავტობუსი ა ჰქონდა.

როგორც ცნობილია, გასულ წელს „ტორპედო“ კომპანია „ვისოლმა“ დატოვა.  კომპანიაში წასვლის მიზეზად  გუნდისთვის გაწეულ სოლიდურ ხარჯებს და სასურველი შედეგების  მიუღებლობას ასახელებდნენ.

ინვესტორის გარეშე დარჩენილ „ტორპედოზე“ ზრუნვა ქალაქმა დაიწყო. „ვისოლს“ კი, რომელიც ხელშეკრულების ფარგლებში გუნდში, სავარაუდოდ, 2017 წლამდე უნდა დარჩენილიყო, ჯარიმის სახით 500 000 აშშ დოლარი დაეკისრა. აღნიშნული თანხა, მთავრობის ინიციატივით,  ქუთაისის ხელისუფლებას გადმოერიცხა გუნდზე აღებული პასუხისმგებლობის გამო.

როგორც „ტორპედოს“ მენეჯერი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხაურის უფროსი რამაზ ჩხიკვაძე აღნიშნავს, ხელფასებს, კომუნალურ და სხვა ხარჯებს  ქუთაისის მერია "ვისოლისმიერ ჯარიმის სახით დარიცხული თანხიდან ფარავს. გუნდის ყოველთვიური ხარჯი კი თვის განმავლობაში 100 000-120 000 ლარს წარმოადგენს. „ტორპედოს“   შტატში  დაახლოებით 100 თანამშრომელი ირიცხება. ფეხბურთელთა საშუალო ხელფასი კი 2000-2500 ლარს შეადგენს. რამაზ ჩხიკვაძისავე განცხადებით, „ვისოლისგან“ მიღებული საჯარიმო თანხა სეზონის ბოლომდე (მაისი-ივნისი)  არის გათვლილი, სამომავლო გეგმებზე საუბარი კი უჭირს.

თუმცა,  ქუთაისი „ტორპედოს“ გარეშე რომ  არ დარჩება, ამის პირობას შოთა მურღულია დებს.  მისი თქმით, მერია სამომავლოდ კერძო ინვესტორის მოძებნას შეეცდება, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება. მურღულიას განცხადებით, „ტორპედო“ არსებობას ყველა ხელისუფლების პირობებში გააგრძელებს.

მერიის საბიუჯეტო სისტემაზე ყოფნას კერძო ინვესტორი რომ სჯობს,  ამას გუნდის მენეჯერიც აღნიშნავს. რამაზ ჩხიკვაძის განცხადებით, კერძო ინვესტიცია სამომავლო წარმატებას ნიშნავს.

რაც შეეხება „ტორპედოს“ წარმატებებს, ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი დარასელია პირობებში გუნდმა ზედიზედ სამი თამაში მოიგო და მეცამეტე ადგილიდან პირველ რიგებში გადმოინაცვლა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა