|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონების განვითარებისათვის ახალი პროექტი ამუშავდება

პრემიერ მინისტრმა პრესკონფერენციაზე, რომელიც  სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარეობს,  ქვეყნის რეგიონების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.  მისი თქმით, მთავრობა ამ მიზნით ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

"ძლიერი რეგიონის არარსებობის შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაძლიერდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელსაც ჰქვია "ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველო". ეს იქნება მიმართული რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ. ამ პროექტის ფარგლებში ამუშავდება შეჩერებული და მიტოვებული საწარმოები. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, რომ ამ საწარმოებში ჩადონ ფული და დაასაქმონ ადგილობრივი მოსახლეობა", -განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, ამ ახალ პროექტს მოჰყვება რეგიონებში ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება და ჩვენი მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 
პრემიერის განცხადებით, მთავრობამ სრულად შეისწავლა ყველა რეგიონის პოტენციალი და დღეს არის დეტალური სურათი, თუ რა არის საჭირო რეგიონების ფეხზე დასაყენებლად. 
პრემიერის თქმით, რეგიონებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი - ,,მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველას", რომლის მიზანია  2017 წლამდე საქართველოს ყველა ქალაქამდე და სოფლამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების მიყვანა

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა