ირაკლი ღარიბაშვილი:"ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო 22-ე ადგილზეა"
პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე ბიზნესის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორის ნდობა მთავრობის მიმართ გაზრდილია: “ბიზნესი აბსოლიტურად თავისუფალია, მიუხედავად ამ გაუგებარი ბრალდებებისა, რომლესაც აკეთებენ პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები. ჩემთვის მთავარია მსოფლიო ბიზნესორგანიზაციების შეფასება, რომ საქართველო 22-ეა მსოფლიოში, როგორც ყველაზე თავისუფალი ბიზნესის კეთების კუთხით,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ბიზნესის კეთებისათვის აუცილებულია კანონის
უზენაესობა თავისუფალი სასამართლო.
„მნიშვნელოვანია
დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა და გაძლიერება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა.
არც ერთი ინვესტორი და ბიზნესმენი არ ჩადებს ფულს იმ ქვეყანაში, სადაც არ არის სასამართლო
დამოუკიდებელი. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ათასობით ფაქტი გავქვს ჩვენ ბიზნესის
წართმევის და გადაფორმების, მილიონობით საპროცესო
გარიგეგები კეთდებოდა. ჩვენ დროს მსგავსი არც ერთი ფაქტი არ მომხდარა, თუ რაიმე გსმენიათ, გთხოვთ წარმოადგინოთ. მზად ვართ ნებისმიერი კრიტიკა მივიღოთ და ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდენთ
რეაგირებას“,- განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ანა ჯიქია