"ნაციონალური მოძრაობა", ესაა გაუგებარი სექტა"-ირაკლი ღარიბაშვილი
"რა უნდა დაუპირისპიროს მთავრობამ და მოსახლეობამ სიცრუის კამპანიას?! – სიმართლე, ეს არის ჩემი პასუხი. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა და მსოფლმხედველობა გაჯერებულია ტყუილით, აგრესიით, ძალადობით, სადიზმით, სისასტიკით. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მთელი 9-წლიანი საქმიანობის მოკლე აღწერა. ის ფაქტი, რომ მათ გამართეს აქცია და მოითხოვეს საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობის გადადგომა, ეს სასაცილოა და სერიოზულ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ანა ჯიქია