|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალებმა“ „ოცნების“ „სასარგებლოდ“ კონცერტი ჩაშალეს?!

დღეს, 12 სექტემბერს, 20:00 საათზე,   ჯგუფი „შინი“  ქუთაისში,  „ქართული ოცნების“  მხარდამჭერ კონცერტს გამართავს. მეორე კონცერტი, რომელიც ამავე დროს „ნაციონალების“ მხარდასაჭერად დავით ევგენიძეს უნდა გაემართა, გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.

„ქართული ოცნების“  მხარდამჭერი კონცერტი სახელწოდებით  „ერთი ხმა“, დღეს, ბალახვანში, ე.წ. ასსაფეხურიან კიბეებთან გაიამართება. ამ დროისთვის ტერიტორიაზე კონცერტისათვის სცენის მზადება მიმდინარეობს. ქალაქში კი „ოცნების“ აქტივისტებმა ფლაერები დაარიგეს,  რომლის საშუალებით ხალხს კონცერტზე მისვილისაკენ მოუწოდებდნენ.

 „ოცნების“ მსგავსად, კონცერტზე აქტივისტების მობილიზების კუთხით საინფორმაციო კამპანიას  „ნაციონალური მოძრაობაც“ ატარებდა. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სოციალურ ქსელ facebook–ის გვერდებზე აქტიურად ათავსებდნენ ინფორმაციას დავით ევგენიძის კონცერტის შესახებ. გარდა ამისა, მომავალი კონცერტისათვის ქალაქის რეაბილიტირებულ  უბანში სცენაც მოეწყო.  თუმცა როგორც  გაირკვა,  „ნაციონალები“ ქუთაისში „ოცნების“ პარალელურად  კონცერტს არ გამართავენ. 

დაგეგმილი კონცერტის გაუქმების მიზეზები უცნობია ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურისათვის. სამსახურის უფროსის თემურ ცამციშვილის განცხადებით,  ადგილობრივი თვითმმართველობა დავით ევგენიძის კონცერტის ორგანიზატორი არ არის. ცამციშვილის თქმით, აღნიშნულ კონცერტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმთა სამინისტროს რეგიონული წარმომადგენლობა აწყობს, თუმცა კონცერტის გადადებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი ვერც ამ უკანასკნელებისგან მივიღეთ.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე