|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია პანდუსების მოსაწყობად 200 000 ლარიანი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, პანდუსების მოსაწყობად საპროექტო  სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება, რის შემდეგაც  ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე პანდუსის მოსაწყობად 200 ათასი ლარის ფარგლებში ტენდერი გამოცხადდება.

"2015 წლის ბიუჯეტში პანდუსების მოსაწყობად 200 000 ლარია გათვალისწინებული. ახლა მოქალაქეების განცხადებებს ველოდებით, რადგან ტენდერის გამოცხადება მხოლოდ ორი პანდუსისთვის არ მოგვიხდეს. როგორც კი განცხადებების საჭირო რაოდენობა მოგროვდება, დაიწყება საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგაც პანდუსების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდება", -აღნიშნავს ბასილაძე.

2014 წლის ბიუჯეტიდან 28 000 ლარის ფარგლებში 6 პანდუსი მოეწყო, ერთი უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის შესასვლელთან, ასევე სკოლებსა და მრავალსართულიან ბინებზე.

მერიის შესასვლელთან პანდუსის მოწყობა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა, თუმცა შშმ პირები პანდუსით ამ დრომდე არ სარგებლობენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა