დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიას შეხვდება
29 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" განახორციელებს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
"ევრო 2016"-ის შესარჩევ D ჯგუფში საქართველოს ნაკრები ერთი მოგებით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას, ჩვენი მეტოქე 7 ქულით მეორე ადგილზეა. 10 ქულით ჯგუფს პოლონეთის ნაკრები ლიდერობს.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა

15:13
13:05
10:03
09:58
















