|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს თერჯოლის გამგებელი?

საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესი" აგრძელებს საჯარო მოხელეთა ჯონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას. შემდეგი საჯარო მოხელე, რომლის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძეა.

 ჯაფარიძემ დეკლარაცია 2014 წლის სექტემბერში შეავსო, რომლის თანახმად, მისი ქონებრივი მდგომარეობა ასე გამოიყურება:  თბილისში, გამრეკელის ქუჩის #3 მდებარე 160.00 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელი ბინა და ამავე მისამართზე არსებული 30,00 კვ.მ ფართობის მქონე ავტოფარეხი.
   მის მფლობელობაშია ასევე მსუბუქი ავტომანქანა toyota harrier. ამავე დეკლარაციაში მითითებულია მისი საკრედიტო შენატენები თი-ბი-სი (1000 ლარი) და ლიბერთი ბანკებში (160 ლარი). 
  დეკლარაციაში არაფერია ნახსენები ჯაფარიძის ხელფასთან დაკავშირებით, რომელსაც მას გამგებლის მოვალეობის შესრულებისათვის ერიცხება. მისგან   განსხვავებით  დეკლარაციაში ნათლად არის გაწერილი მისი მეუღლის ლია ცქიტიშვილისა და შვილის ანა ჯაფარიძის წლიური სახელფასო შემოსავალი.
  დეკლარაციის თანახმად, მეუღლე ლია ცქიტიშვილი სტომატოლოგია და მისი წლიური შემოსავალი 4800 ლარია, ხოლო შვილი ანა ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელია და მისი წლიური შემოსავალი 13 200 ლარს შეადგენს.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა