|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისის მერია ფინანსურ მაქინაციებს აწარმოებს“

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაცია ქუთაისის მერიას ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს, რის გამოც ისინი ძალოვნებს გამოძიებას სთხოვენ.

„მერია და საბინაო სამსახური ისევ აგრძელებს  პროგრამა „კორპუსი“–ს არამიზნობრივად გამოყენებას და მოსახლეობის მოტყუებას,“ – განაცხდა „თავისუფალი საქართველო“–ს ქუთაისის ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა ზვიად  წაქაძემ.

როგორც  წაქაძე განმარტავს,  ქუთაისში სულხან–საბას ქუჩის #46–ში მრავალსართულიანი ბინის ამხანაგობის თავმჯდომარეები დაიბარეს და სპეციალური ანგარიშის გახსნა მოსთხოვეს. „ჩვენთვის გაუგებარია თუ როგორ მუშაობს ზოგადად პროგრამა „კორპუსი“. მერია ფინანსურ მაქინაციებს აწარმოებს“, – აღნიშნავენ „თავისუფალ საქართველო“–ში.  ისინი საქმის გამოძიებას  ძალოვნებს სთხოვენ.  „კეთილი ინებოს და ამ პროგრამის განხორციელება გამოიძიოს  პროკურატურამ“, – აღნიშნა  ზვიად წაქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერია უკვე წლებია პროგრამა „კორპუსს“ ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მრავალსართულიან ბინებში ლიფტების რეაბილიტაცია.  აღნიშნული პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. კერძოდ,  ლიფტების სარეაბილიტაციო თანხის 90%–ს მერია, ხოლო 10%–ს  პროცენტს მოსახლეობა იხდის.  პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 6 მილიონამდე გაიზარდა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია